ბაიერნი, ბენჟამინ პავარი
Aa
Aa

პავარი: “დეპრესია მქონდა, კორონავირუსმა უკეთეს ადამიანად მაქცია“

Covid-19-მა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი გაამწარა. კორონავირუსის გამო ადამიანები დღემდე დეპრესიაში არიან. ერთ-ერთი ასეთი ბენჟამინ პავარი გახლავთ, რომელმაც განაცხადა, რომ რეგულაციების დროს თავს ცუდად გრძნობდა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. საკუთარ პრობლემებზე კი ხმამაღლა არასდროს უსაუბრია.

რა თქვა პავარმა?

„ჩემს თავში ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო. თავიდან ვამბობდი, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია მძიმდებოდა. ვარჯიშზე მივდიოდი და იქ არავინ იღიმებოდა. როგორც ყველა, მეც ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი სახლი და დიდი სავარჯიშო დარბაზი მაქვს, ადამიანებთან კომუნიკაცია მაინც მჭირდებოდა.

როდესაც ვიღვიძებდი მადა არ მქონდა. საკუთარ თავზე ზრუნვას ვცდილობდი, ვუყურებდი სერიალებს.. სიტყვა დეპრესია არ მომწონს, მაგრამ ეს ასე იყო.. ჩემი მდგომარეობის შესახებ ყველას ვუმალავდი, მაგრამ დღეს თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. კორონავირუსმა უკეთეს ადამიანად მაქცია.“

შეგახსენებთ, რომ ბენჟამინ პავარი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსმა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა. სხვადასხვა დროს, ანდრეს ინიესტამ და პოლ პოგბამ ღიად განაცხადეს, რომ Covid-19-მა მათზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიდანი ცხენიდან გადმოვარდა - ვიდეო ვირუსივით გავრცელდა
ზიდანი ცხენიდან გადმოვარდა - ვიდეო ვირუსივით გავრცელდა