ნიკოლოზ ბასილაშვილი, ფერნანდო ვერდასკო
Aa
Aa

სოფიის ღია პირველობა - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში სოფიის ღია პირველობა დაიწყება. ბულგარეთში გასამართი ტურნირის საპრიზო ფონდი 597 000 ევრო გახლავთ და მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მეტად გამოცდილი ფერნანდო ვერდასკო იქნება. ცნობისთვის, ბასილაშვილი სოფიაში მე-6 ნომრად არის განთესილი. ეს მოთამაშეები კი ერთმანეთს კარიერაში სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ. ორჯერ ესპანელმა მოიგო, ხოლო ერთხელ ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ნომერი ცუდ ფორმაში იმყოფება და ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. აღნიშნული გამარჯვება მეცში რეიტინგის 134-ე ნომერთან ზიზუ ბერგსთან დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი ჩოგბურთელი მატჩს იგებდა და ტრავმა მიიღო.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP რეიტინგში 1185 ქულით 38-ე ადგილზე იმყოფება. სოფიაში კი მას დასაცავი 25 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოპინგტესტს არ იკეთებს - კონორი 2022 წელს UFC-ში ამ მხრივ ერთადერთია
დოპინგტესტს არ იკეთებს - კონორი 2022 წელს UFC-ში ამ მხრივ ერთადერთია