ევრა: ჰოლანდი მონსტრი მკვლელია, ახლა სიტი ლიგაზე თავს ვეღარ გაიმართლებს
პატრის ევრას სჯერა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს.
„ჰოლანდი მონსტრია. ეს არის კარის წინ მყოფი მკვლელი, რომელიც იყენებს ფიზიკას, მოძრაობს სწორად. მისი სიმაღლისა და ფიზიკური ძალის კაცისთვის ის ძალიან სხარტია. ჰოლანდი კატას ჰგავს.
მან გუნდი სწორ გზაზე დააბრუნა. ის ნამდვილი თავდამსხმელია. მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგა თავდამსხმელის გარეშე მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე პრობლემები ჰქონდა. ახლა მათ არანაირი საბაბი არ აქვთ, რომ ვერ გაიმარჯვონ.
როდესაც ჩელსისთან ფინალი წააგეს, გუარდიოლამ თავდამსხმელის გარეშე თამაში გადაწყვიტა. ეს ახლა არ მოხდება“,
- განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა.
ჰოლანდი მიმდინარე სეზონში
ნორვეგიელმა 2022/23 წლების სეზონი საოცრად დაიწყო. „სიტის“ რიგებში მას ყველა ტურნირზე 10 მატჩში 14 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.
პრემიერ ლიგაში 11, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი აქვს გატანილი.