ჭიაბრიშვილი: მადლობა ყველას ვინც მეხმარებოდა და მხარს მიჭერს
თბილისის ,,დინამოს'' მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს რამდენიმე კვირის წინ გულის შეტევა მოუვიდა. მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და საბედნიეროდ წარმატებით დასრულდა.
დღეს ჭიაბრიშვილმა სოციალურ ქსელში პერაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და თავის მდგომარეობაზე ისაუბრა:
„მოგესალმებით ყველას. ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მეხმარება და მხარს მიჭერს.
პირველ რიგში მადლობას ვუხდი, ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბს, რომლებმაც პირველადი დახმარება აღმომიჩინეს და სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თელავის ავთანდილ ყამაბარაშვილის კლინიკისა და თბილისის ამერიკული ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით კი, ექიმებს ოთო გაბრიჩიძეს, ნინო ჩხაიძეს და ლევან ქარაზანაშვილს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, დინამო თბილისს, თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, თანამშრომელს, ჩვენს გულშემატკივრებს - ელიტას და მენეჯმენტს, ყველა მათგანისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ძალიან მაძლიერებს.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვამხნევებდა მე და ჩემს ოჯახს. მადლობას გიხდით ყველას და მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი. იმედი მაქვს სულ მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს სტადიონზე“.