დუშან ტადიჩი
Aa
Aa

ტადიჩის უარი - მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურით არ ითამაშებს

სერბეთის ნაკრების კაპიტანმა დუშან ტადიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ნაკრებებს ცისარტყელისფერი სამკლაურით თამაში შესთავაზეს. გუნდების გარკვეულმა ნაწილმა ამაზე უკვე თანხმობა განაცხადა, თუმცა სერბეთმა უარი თქვა.

Hotsport-ის ცნობით, ტადიჩმა ამის შესახებ პოზიცია პირადადაც დააფიქსირა და OneLove-ის კაპიტნის სამკლაურის ტარებაზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ ადრე ტადიჩმა, როგორც „აიაქსის“ კაპიტანმა, ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩებზე ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად და ასევე უკრაინის სიმბოლოებით სამკლაურის გაფორმებაზე უარი თქვა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდების და კიდევ 7 გუნდის კაპიტანები OneLove-ის სამკლაურებით ითამაშებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ“ - რას ამბობენ მაკედონიელები
„გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ“ - რას ამბობენ მაკედონიელები