ნინიაშვილის ორი ლელო - ქართველმა მორაგბემ Top 14-ში გაიბრწყინა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელმა, დავით ნინიაშვილმა Top 14-ში მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა.
ქართველი მორაგბის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში საკუთარ მოედანზე „სტად ფრანცეს“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 31:27 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ნინიაშვილმა თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. იმის გარდა, რომ 20 წლის მორაგბემ დუბლი შეასრულა, მეორე ლელოს ეპიზოდში საკუთარი გუნდი 9 ქულით დააწინაურა და საბოლოოდ სტუმრებმა სხვაობის მხოლოდ 4-ქულამდე შემცირება შეძლეს.
„ნინიმ“ პირველი ლელო შეხვედრის სტარტზე დადო და „ლიონის“ სასარგებლოდ პირველი ქულები მოიპოვა. ორი ლელოს გარდა, ქართველმა მორაგბემ 55 მეტრის დისტანციიდანაც მოახერხა საჯარიმოს გატანა.
დავით ნინიაშვილის ლელოები:
დავით ნინიაშვილის საჯარიმო:
საგულისხმოა, რომ ქართველ მორაგბეს საწყის 4 ტურში უკვე 3 ლელო აქვს და ის მთელ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია.