რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე
Aa
Aa

ერთბაშად 4 ტრავმირებული - ბარსამ არაუხო და კუნდე 1 თვით დაკარგა

სანაკრებო პაუზის დროს „ბარსელონამ“ სერიოზული ზარალი ნახა. კატალონიელებმა ერთბაშად 4 მოთამაშე დაკარგეს. ტრავმირებულები არიან რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი.

დეპაისა და დე იონგის შემთხვევაში სერიოზულ ტრავმებთან არ გვაქვს საქმე. ორივე ნიდერლანდელი დაახლოებით 7-10 დღეს იუქმებს.

გაცილებით მძიმეა ვითარება ძირითადის ორივე ცენტრალურ მცველზე. არაუხოსა და კუნდეს შემთხვევაში მედშტაბი ვარაუდობს, რომ 1 თვე (შესაძლოა მეტიც) გაუცდებათ.

თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ურუგვაელიც და ფრანგიც მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდებოდნენ, თუმცა დღეს სიტუაცია არასახარბიელოდ შეიცვალა. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ „ბარსა“ 16 ოქტომბერს გასამართი „ელ კლასიკოსთვის“ რთულ მდგომარეობაში იქნება. ჩავის არჩევანის გაკეთება პიკეს, გარსიასა და კრისტენსენს შორის მოუწევს.

გარდა „რეალთან“ დაპირისპირებისა, „ბარსას“ უახლოეს 1 თვეში საკმაოდ რთული მატჩები ელის. 1-დან 30 ოქტომბრამდე გუნდი 9 შეხვედრას გამართავს: მალიორკა (სტუმრად), ინტერი (სტუმრად), სელტა (შინ), ინტერი (შინ), რეალთან (სტუმრად), ვილიარეალთან (შინ), ბილბაოსთან (შინ), ბაიერნთან (შინ), ვალენსიასთან (სტუმრად).

მოსალოდნელია, რომ (საუკეთესო ვარიანტში) „ბარსას“ კუნდე და არაუხო სწორედ მიუნხენის „ბაიერნთან“ განმეორებითი მატჩისთვის დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“