ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa Aa

“საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა“ - Goal Italia-ს სტატია

საქართველოს ნაკრებმა ჩრდ მაკედონიის დამარცხების (2:0) შემდეგ, C ლიგაში მე-4 ჯგუფის მოგება შეძლო და B ლიგაში აღზევდა.

გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

Goal Italia-მ ვილი სანიოლის ნაკრების პროგრესს სტატია მიუძღვნა და საქართველოს ნაკრების თამაშში რამდენიმე ასპექტი გამოყო. მათ შორის შეცვლილი სათამაშო სქემა და მრავალფეროვანი შემადგენლობა.

„სანიოლის ხელმძღვანელობით და ნაპოლის მარგალიტის ლიდერობით, საქართველოს ნაკრები ყველას გაოცებას განაგრძობს. 2022 წელს მათ მხოლოდ დადებითი შედეგები აქვთ.

ხვიჩას აქტიურობის შედეგად მიოვსკიმ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ კვარაცხელიამ თავადაც გაიტანა და მაკედონია დაამარცხეს, რის შედეგადაც ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმეს.

კვარაცხელიას არ შეეძლო, რომ პროტაგონისტის როლი არ ეთამაშა ამ შეხვედრაში, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ერთა ლიგის მეხუთე ტურში მოპოვებული სამი ქულით ჯვაროსნებმა C ლიგის მე-4 ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა და B ლიგაში აღზევდა.

საქართველოს ნაკრებს სათავეში ვილი სანიოლი უდგას, რომელმაც 2021 წელს მოახერხა და შეძლო ეპოვა შესაბამისი კვადრატი და წრე (ტაქტიკური მონახაზი), რომელმაც ზედმიწევნით შეცვალა გუნდის სათამაშო სიჩქარეები.

თუმცა, მისი თავგადასავალი საუკეთესოდ არ დაწყებულა. მან საწყის 9 თამაშში 7 მარცხი მოაგროვა და ჩვიდმეტი გოლი გაუშვა.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებისთვის სამყარო თავდაყირა დადგა. ამას ადასტურებს წარმოუდგენელი პოზიტიური სერია, რომელიც ბოლო 10 მატჩში 8 მოგებასა და 2 ფრეს ითვლის. ასეთი შედეგი სათამაშო სქემის შეცვლის დამსახურებაა. სანიოლმა უარი თქვა 4 მცველიან სისტემაზე და გუნდი 3-4-3 სქემაზე გადააწყო. ასევე აღსანიშნავია მის გუნდში ნიჭიერი მოთამაშეების აფეთქებაც.

უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, კვარაცხელია, ნაპოლის მარგალიტი, რომელიც სერია A-საც აჯადოებს. ერთა ლიგაში ჩატარებულ რვა შეხვედრაში მან მონაწილეობა 10 გოლში მიიღო (5 გოლი, 5 საგოლე პასი).

კვარაცხელია მუდმივად პროგრესირებს და წარმოადგენს გუნდს, რომელსაც ასევე შეუძლია სხვა მოთამაშეებსაც დაეყრდნოს, როგორიცაა გიორგი მამარდაშვილი (გატუზოს ვალენსიას ძალიან ძლიერი მეკარე) ან ლოჩოშვილი (სერია A-ს კიდევ ერთი გმირი, კრემონეზეს მაისურით), დავითაშვილი, ნიჭიერი ფორვარდი ბორდოდან, წიტაიშვილი, პერსპექტიული მარცხენა გარემარბი და უფრო გამოცდილი ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო დროება უდგათ“. - წერს იტალიური გამოცემა.

გაზიარება: