„კვარაცხელიას შამათი“ - როგორ გამოეხმაურა ჩრდილოეთ მაკედონიური პრესა მარცხს
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა. ამ სტატიაში გთავაზობთ, ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემების გამოხმაურებას და მათ შეფასებას საქართველოსთან განცდილ მარცხზე.
Derbi.mk: „ჩრდილოეთ მაკედონიამ შანსები ვერ გამოიყენა, კვარაცხელიამ ბრუტალურად დაგვსაჯა“.
Sportmanija.mk: „საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას აჩვენა, გასამარჯვებლად გოლები როგორ გაიტანოს“.
Mkd.mk: „ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში დამარცხდა. საქართველო წინსვლას განაგრძობს“.
Ekipa.mk: „კვარაცხელიას შამათი ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში“
Infomax.mk: „არ გაგვიმართლა. საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო“.
Sportski.mk: „ესეც მატჩი, გოლების გარეშე. ჩრდილოეთ მაკედონიამ თბილისში ითამაშა და გოლები საქართველომ გაიტანა“.
Sportmedia.mk: „საქართველო ევროპის ჩემპიონატისკენ მიიჩქარის. ჩვენ ახლა სხვა სამყარო გვაქვს“.
Gol.mk: „ჩრდილოეთ მაკედონიამ ააცილა. საქართველომ შანსები გამოიყენა და პლეიოფში ითამაშებს“.
novamakedonija.com.mk: „საქართველომ გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიელთა შეცდომები გამოიყენა“.
Rts.rs: „ახალი გაკვეთილი მაკედონიელთათვის. საქართველომ პირველი ადგილი და B ლიგის საგზური გაინაღდა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სტუმრად, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს