ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლმა ხვიჩა ლიგა 1-ის კლუბებს ურჩია - რატომ თქვეს საფრანგეთში კვარაზე უარი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა L’equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადება გააკეთა. სანიოლის თქმით, მან „კვარას“ შეძენა ფრანგულ კლუბებს შესთავაზა, მაგრამ მათგან უარი მიიღო.

„ხვიჩას თაობაზე ფრანგულ კლუბებს ვესაუბრე და რეალური ინტერესი მხოლოდ ერთმა გამოიჩინა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას მისმა სპორტულმა დირექტორმა პოსტი დატოვა. სხვა კლუბების წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ქართველი ფეხბურთელის გაფორმებას ვერ გარისკავდნენ და იყვნენ ისეთები, ვინც განაცხადეს, რომ კვარაცხელიას კანდიდატურა მათი ქომაგებისთვის საკმარისად ამბიციური არ იყო“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბების მიერ დაწუნებული ფეხბურთელი წარმატებული დრიბლინგის მხრივ, იგი სერია A-ში პირველია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 პოზიციას იკავებს. კილიან მბაპეს მასზე მხოლოდ ერთით მეტი აქვს. ამასთან, სერია A-ში კვარამ ბურთი 25-ჯერ დაიბრუნა, რაც საშუალოდ მატჩში 3.57 გამოდის. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მის პოზიციაზე მოთამაშე სხვა ფეხბურთელების მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა.

ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო აგენტი ხვიჩაზე: „ქალაქით აღფრთოვანებულია და იტალიური სამზარეულო მოსწონს“
საფეხბურთო აგენტი ხვიჩაზე: „ქალაქით აღფრთოვანებულია და იტალიური სამზარეულო მოსწონს“