კვარა, ბუდუ, ზურიკო - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრინციპული შეხვედრა ელის, რომელიც დღეს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა თერთმეტი ფეხბურთელი, რომლებიც ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.
გიორგი მამარდაშვილი, სოლომონ კვერკველია, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია.
ჩრდილოეთ მაკედონიის სასტარტო თერთმეტეული ასეთია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ზაიკოვი, ელმასი, ბარდი, სპიროვსკი, აშკოვსკი, რისტოვსკი, მიოვსკი.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს ოფიციალურად გაინაღდებს. ჩრდილოეთ მაკედონიას კი პირველობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად მინიმუმ 3-ბურთიანი გამარჯვება სჭირდება.