შოთა არველაძე
Aa
Aa

„დამარცხებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს“ - ჰალის ექს-მოთამაშე არველაძეზე

„ჰალ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, აარონ მაკლინმა „ვეფხვების“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, შოთა არველაძეზე ისაუბრა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, „სუონსისთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, არველაძემ „დამარცხებული ადამიანის“ შთაბეჭდილება დატოვა და მისგან არაფერი წამოსულა ისეთი, რაც კლუბის ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველს მისცემდა.

„თუ ჰალ სიტის ქომაგი ხარ და სუონსისთან მატჩის შემდეგ, მისი ინტერვიუ ნახე, არ მგონია, შენი რწმენა გაზრდილიყო. ამ მომენტში, იგი დამარცხებული ადამიანივით ლაპარაკობს და როცა მწვრთნელს ვუყურებ, ვფიქრობ: „რამე მომეცი, რასაც ჩავეჭიდები და რწმენა მექნება“.

სამწუხაროდ, მისი თავდაჯერებულობა დაბალ წერტილში იმყოფება და ეს ფეხბურთელებზეც ისახება. სუონსისთან მატჩი 0:3 დასრულდა. დიახ, რამდენიმე გოლი შეცდომის შედეგად გავიდა, მაგრამ მეტოქეს 6 ან 7 ბურთი უნდა შეეგდო. 0:3-ზე ჰალ სიტი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ბედნიერი იყო, რომ ამ ანგარიშით აგებდა და ამ მატჩის სადავეები ვეფხვებმა საწყის 6 წუთში გაუშვეს ხელიდან“.

ცნობისთვის, „ჰალს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-20 ადგილზე იმყოფება. „ვეფხვები“ მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ლუტონს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 13 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელებს სტადიონზე არ დაუგვიანიათ - მაკედონიური მედიის ცრუ ინფორმაცია
ფეხბურთელებს სტადიონზე არ დაუგვიანიათ - მაკედონიური მედიის ცრუ ინფორმაცია