ხვიჩა კვარაცხელია, საბატინო დურანტე, სალვატორე ბანი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი მინ-ჯეა და არა კვარაცხელია“ - სალვატორე ბანი ხვიჩაზე

სანაკრებო პაუზის მიუხედავად იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბარი არ წყდება. ამჯერად, მასზე საბატინო დურანტემ და სალვატორე ბანიმ ისაუბრეს.

ბრაზილიელმა სკაუტმა და საფეხბურთო აგენტმა საბატინო დურანტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე Radio Marte-სთან ინტერვიუში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ამ სეზონში კვარაცხელია „ნაპოლის“ საუკეთესო შენაძენია. ეს ნამდვილად ასეა. ეს ბიჭი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებული ტალანტია. მის შესახებ რინო გატუზომ მითხრა, რომ „ნაპოლი“ მას თვალს ადევნებდა. ის ძალიან მომწონს. როგორც კი სივრცე აქვს, ყოველთვის რაღაცას ქმნის“.

„ნაპოლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ Tele A-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნეაპოლური კლუბის ნამდვილი სიურპრიზი კორეელი მცველი კიმ მინ-ჯეა, რომელიც იტალიურ გუნდს გასულ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეუერთდა.

„მის მიმართ ეჭვები მქონდა, თუმცა კიმ მინ-ჯე დაცვაში უშეცდომოდ თამაშობს, ყურადღებიანია და ყველა დუელს იგებს. „ნაპოლის“ მთავარი სიუპრიზი კიმ მინ-ჯეა და არა კვარაცხელია“.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - თურქეთმა ქულები დაკარგა
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - თურქეთმა ქულები დაკარგა