მოკრივეს საჩემპიონო ქამრები ჩამოართვეს - შაქურ სტივენსონმა წონა ვერ დააფიქსირა
WBO-სა და WBC-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელმა, შაქურ სტივენსონმა წონა ვერ დააფიქსირა და ტიტულებთან დამშვიდობება მოუწია. სტივენსონს მომდევნო ჩხუბი რობსონ კონსეისაუს წინააღმდეგ ელოდა, მაგრამ 25 წლის მოკრივემ წონა ჩააგდო და ორგანიზაციის წესების მიხედვით, ქამრები ჩამოართვეს.
„ყველაფერი გავიღე. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, ნამდვილი პროფესიონალი ვიყავი და წონას არასდროს ვაგდებდი, მაგრამ ჩემს ორგანიზმს ამ წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია. ჩემი ჯანმრთელობა უპირველესია და გადავწყვიტე, ერთით მაღალ დივიზიონში ავიდე“, - განაცხადა სტივენსონმა.
ESPN-ის ცნობით, ნიუ ჯერსის სპორტული კომისია სტივენსონს დააჯარიმებს და მას ჩხუბის სანაცვლოდ მიღებული ჰონორარის ნაწილზეც უარის თქმაც მოუწევს. სტივენსონის ანაზღაურება 3 მილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
უცხოური პრესის მიხედვით, პრომოუტერები ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ, რათა სტივენსონისა და კონსეისაუს ჩხუბი ჩატარდეს. თუ ბრძოლა არ გადაიდო და სტივენსონი დამარცხდა, კონსეისაუ საჩემპიონო ქამრებს დაისაკუთრებს.