დიეგო მარადონა
Aa
Aa

ნაპოლი მარადონას სახეს ამუნიციაზე ვეღარ გამოიყენებს

„ნაპოლი“ ამიერიდან დიეგო არმანდო მარადონას გამოსახულებას მაისურზე ვეღარ გამოიყენებს. ამის უფლება მათ სასამართლომ ჩამოართვა.

ნეაპოლის სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის შვილების სარჩელი დააკმაყოფილა.

„ნაპოლიმ" მარადონას გამოსახულება ფორმაზე გასულ სეზონში გამოიყენა, როდესაც მეწარმე სტეფანო ჩეჩისგან არგენტინელის იმიჯზე უფლებები იყიდა. ხელშეკრულება მარადონას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა.

დიეგოს მემკვიდრეებმა კლუბის მიერ მარადონას იმიჯის შემდგომი გამოყენების აკრძალვას მიაღწიეს.

მათ 450 ათასი ევროს გადახდაც მოითხოვეს, რადგან მარადონასა და ჩეჩის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, დიეგოს მისი იმიჯის გამოყენებისთვის შემოსავლის 50% უნდა მიეღო. ნაპოლიმ 6000 მაისური გაყიდა სულ 900000 ევროდ.

სასამართლომ გაითვალისწინა კლუბის კეთილსინდისიერება და გადაწყვიტა ჩეჩისგან 150 ათასი ევროს დაბრუნება, „მისი შეურაცხმყოფელი ქცევისთვის“, რომელიც აზიანებს მარადონას მემკვიდრეების ინტერესებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები