ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

წარმატებული სტარტი მსოფლიო თასზე - ოქროსა და ბრინჯაოს მედალი პარაფარიკაობაში

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ნახევარფინალში კორეელი პარასპორტსმენი ჩოო ანგარიშით 15:14 დაამარცხა, ფინალში იტალიელ პასკუინოს მოუგო ანგარიშით  15:9 და ოქროს მედალი აიღო. ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა პოლონელ ფრიდრიხთან მოგებით დაასრულა. ანგარიშით 15:14  დაამარცხა მოწინააღმდეგე  და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე ტურნირზე, ხვალ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი რაპირით ასპარეზობაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე მსოფლიოში“ - Foot Mercato-ს სტატია მამარდაზე
„ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე მსოფლიოში“ - Foot Mercato-ს სტატია მამარდაზე