რონალდინიო
Aa
Aa

გალიანი: „რონალდინიოს ქალები და ცივი ლუდი ძალიან უყვარდა“

„მონცას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი „მილანში“ გაუტარებია, ცნობილ ფეხბურთელებზე ისაუბრა და საინტერესო განცხადებები გააკეთა.

ბუფონზე

„ყველაფერი ვცადეთ, რათა ბუფონი პარმადან გადაგვეყვანა, მაგრამ ეს დედამისს არ უნდოდა. იყო შანსი, ბუფონი მილანში 14 წლის ასაკში გადმოსულიყო და მის გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ არაფერი გამოვიდა“.

რონალდინიოზე

„თუ ვნახავ, ალბათ ვცემ. მისი კლასი უსაზღვრო იყო. დინიო, როგორც სხვა ბრაზილიელები, მოედნის მიღმა განვითარებული მოვლენებით იყო გატაცებული. მას ქალები და ცივი ლუდი ძალიან უყვარდა. ასე რომ არ ყოფილიყო, თავისი ნიჭის წყალობით, 60 წლამდე ითამაშებდა. რონალდინიოს გარდა, რივალდოც გვყავდა - კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელსაც კარგი ცხოვრება ძალიან უვარდა“.

პიპო ინძაგიზე

„პიპო მენტალურად ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვისთანაც ურთიერთობა ოდესმე მქონია. მას ისეთი ნიჭი არ ჰქონდა, როგორიც ვან ბასტენსა და სხვა სუპერვარსკვლავებს, მაგრამ მანიაკი იყო. მან მცველების ყველა მოძრაობა იცოდა და რონალდინიოს საპირისპირო თვისებებით გამოირჩეოდა“.

შეგახსენებთ, რომ 1986 წელს, გალიანი მილანის დირექტორი გახდა და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა. იგი კლუბში 31 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და „როსონერისთან“ ერთად, 29 ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იღბლიანი მწვრთნელი ვარ? დიდი შრომა ჩავდე“ - რა ითქვა პრესკონფერენციაზე
„იღბლიანი მწვრთნელი ვარ? დიდი შრომა ჩავდე“ - რა ითქვა პრესკონფერენციაზე