ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს

„ბრეშას“ სპორტულმა დირექტორმა, ჯორჯო პერინეტიმ, Rai-ის ჟურნალისტმა, ანტონელო პერილომ, იტალიელმა ჟურნალისტმა, მარსელო კირიკომ და ცნობილმა სპორტულმა მენეჯერმა, პიეტრო ლო მონაკომ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.

პერილო: „ვერ ვხსნი, ტოპ ევროპულმა კლუბებმა კვარასნაირი ტალანტი ხელიდან როგორ გაუშვეს. ვულოცავ ჯუნტოლის ამ გარიგების დადებას. ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა და უდიდესი ნიჭი აქვს. მას შეუძლია, თავისი თავი მთელ მსოფლიოს გააცნოს“.

პერინეტი: „კვარაცხელია თავისი შესაძლებლობითა და სისწრაფით, რომ მეურვეს გასცდეს, გვხიბლავს. იტალიაში დრიბლინგები წლებია არ გვინახავს და ახალგაზრდულ ფეხბურთში მას ზოგჯერ შეცდომად მოიაზრებენ. პროგრესს უნდა მივაღწიოთ და წარსულის დონეზე დავბრუნდეთ“.

ლო მონაკო: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ტექნიკურად ძალიან ძლიერია, ფანტაზიის უნარით გამოირჩევა და რაც მთავარია, მის თამაშს სიხარული მოაქვს. ქართველი ფეხბურთელი არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, ნაპოლის ქომაგებს უდიდესი კმაყოფილების შეგრძნება მიანიჭოს“.

კირიკო: „კვარაცხელია ჩემზე შთაბეჭდილებას ბევრნაირად ახდენს. იგი არა მხოლოდ სწრაფი ფეხბურთელია და დრიბლინგით გამოირჩევა, არამედ მნიშვნელოვანი დარტყმებიც აქვს, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მან უკვე გვაჩვენა, რას წარმოადგენს და პროგრესისთვის ადგილიც აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იყიდეთ კვარაცხელია“ - მანჩესტერ სიტის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს
„იყიდეთ კვარაცხელია“ - მანჩესტერ სიტის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს