სამბო, ავთანდილ ცინცაძე
Aa
Aa

„იმედი მაქვს, გონიერებას გამოიჩენენ“ - სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სამინისტროს მიმართავს

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ ცინცაძე კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსების შეწყვეტაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თეა წულუკიანის უწყებამ დამატებითი განმარტებების გარეშე ფედერაცია შემოსავლების გარეშე დატოვა, რის გამოც სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე წასვლა საკუთარი ფინანსებით უწევთ.

ავთანდილ ცინცაძე „პალიტრანიუსს“ ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე თვითდაფინანსებით 5 სამბისტი წავიდა, მათგან ოთხმა კი საპრიზო ადგილი დაიკავა.

ქართული სამბოს მმართველი ორგანო დაფინანსების შეწყვეტაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში საუბრობდა და მაშინ ყველა შესაბამის ორგანოს დახმარებას სთხოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები