ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Marca: ოთხთვიანი კრიზისიდან გაუვალ „კედლამდე“ - მამარდაშვილის განვლილი გზა

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.com-ი „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის განვლილ გზას იხსენებს.

სააგენტო წერს, რომ ზუსტად 1 წლის წინ, ლა ლიგის მე-6 ტურში „სევილიასთან“ დაშვებულმა საბედისწერო შეცდომებმა ქართველი მეკარე ჯოჯოხეთური პერიოდი გამოატარა, თუმცა მისმა თავდაუზოგავი შრომისუნარიანობის და თავდაჯერებულობის შემდეგად, მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მაინც დაიბრუნა, რაც 1 წლის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტის გაუმჯობესებით დასრულდა.

რა წერია MARCA-ზე:

22 სექტემბერს გიორგი მამარდაშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქართველ მეკარეს, სულ რაღაც 1 წლის წინ „ვალენსიაში“ ყველაზე ცუდი პერიოდი ჰქონდა. სანჩეს პისხუანზე დაშვებული შეცდომების გამო მან შემადგენლობაში 4 თვით დაკარგა ადგილი. ეს იყო სამწუხარო დღე, რომელმაც მამარდაშვილში მრავალი ეჭვი გამოიწვია.

სევილიამდე, მადრიდის რეალთან თამაშის შემდეგ ბორდალასმა მას კიდევ ერთი შანსი აჩუქა. თუმცა, ის გოლი, რომელიც მან სევილიაში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა, ქართველი მეკარის სასჯელი გახდა.

მამარდაშვილის გარშემო ტექნიკური მოსაზრება ერთი წლის წინ კლუბშიც არ იყო საუკეთესო. ქართველი მეკარის მიმართ ეჭვები კლუბის შიგნითაც არსებობდა. ეს მისთვისაც ფსიქოლოგიურად რთული იქნებოდა. მაგრამ, რაც ამ 1 წლის შემდეგ ის ნამდვილი კედელი გახდა.

ამ 4 თვის განმავლობაში ის ჩრდილში იყო. თუმცა, დიდი ტექნიკური-ტაქტიკური შრომის ხარჯზე, რაც მის სურვილზე და ამბიციურობაზე გადიოდა, უდიდესი ნახტომი გააკეთა პირად ხარისხში. დაბრუნების შემდეგ, მას აშკარად ეტყობოდა გაუმჯობესება. მან ჭრილობები მოირჩინა და საკუთარ შეცდომებზე ისწავლა.

ახლოვდებოდა სათასო მატჩები, სადაც ბორდალასს მეკარე უნდა აერჩია, მან კი ასეთ მნიშვნელოვან დროს ნდობა მამარდაშვილს გამოუცხადა.

ამ ყველაფრის შემდეგ, „ვალენსიამ“ დაუყონებლივ დაიწყო მასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები, ახალ შეთანხმებაზე ხელმოწერას კი თითქმის 4 თვე დასჭირდა. საბოლოოდ, მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და ეს ყველაფერი ამ ჯოჯოხეთური პერიოდიდან 1 წლის შემდეგ მოხდა. თითქმის 22 წლის ასაკში, ქართველი მეკარე ახლა ლა ლიგის მწვერვალზე იმყოფება.

გასული წლიდან მოყოლებული, დღემდე მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 27 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა 11 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო. მის ანგარიშზე 27 გაშვებული ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი, პედრი, მამარდა და სხვები - ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ახალგაზრდები
ბელინგემი, პედრი, მამარდა და სხვები - ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ახალგაზრდები