„სასიხარულოა, როცა ნაკრებში ასეთი სიურპრიზით გხვდებიან“ - რას წერს შოვნაძე
წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარე, ლევან შოვნაძე ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა. 25 წლის მეკარე ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრებისთვის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.
ლევან შოვნაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის მიღებულ ემოციებზე საუბრობს.
რას წერს შოვნაძე:
ბედნიერებაა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და კიდევ მეტად სასიხარულოა, როცა ნაკრებში ასეთი სიურპრიზით გხვდებიან! ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები მიღწეულზე არ შევჩერდე, პროგრესი გავაგრძელო და ეროვნულ გუნდში დავიმკვიდრო ადგილი.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგაზე დასკვნით ორ შეხვედრას ჯერ 23 სექტემბერს, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავს, 26 სექტემბერს კი გიბრალტარს ესტუმრება.