კვეკვესკირი: ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრა პირველ რიგში გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე მომავალი შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს.
მოახლოებული თამაშების შესახებ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ნიკოლოზ კვეკვესკირმა სფფ-ის პრესსამსახურთან ისაუბრა.
რას ამბობს კვეკვესკირი:
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი - ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება და სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ და მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს, წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს კი საქართველოს ნარები 26 სექტემბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო).
თავდასხმა: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სომხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).