ნოიერსა და გორეცკას კორონავირუსი დაუდგინდათ - გერმანიის ნაკრებში ცვლილებებია
„ბაიერნის“ ფეხბურთელებს, ლეონ გორეცკასა და მანუელ ნოიერს, რომლებიც სანაკრებო პაუზისთვის ემზადებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ და გერმანიის ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან. ეს რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა და ნოიერს ოლივერ ბაუმანი შეცვლის, გორეცკას შემცვლელის ვინაობა კი უახლოეს საათებში გაირკვევა.
Manuel Neuer and Leon Goretzka have tested positive for Covid-19 ahead of upcoming Nations League matches against Hungary and England. pic.twitter.com/EOj0dn7VPw
— Sky Sports News (@SkySportsNews) September 21, 2022
„ლეონ გორეცკასა და მანუელ ნოიერს კორონავირუსი ოთხშაბათს დილით დაუდგინდათ. ორივე მათგანი იზოლაციაში გადავიდა და გუნდის სასტუმროს დატოვებენ. კორონავირუსის დადებითი ტესტის გამო, ეროვნული გუნდის ექიმმა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და პერსონალს სწრაფი ტესტები ჩაუტარა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი გახლდათ. მომდევნო დღეების განმავლობაში, ნოიერსა და გორეცკას ყოველდღიურად შეამოწმებენ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ სანაკრებო პაუზაზე, გერმანიის ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 23 სექტემბერს, „ბუნდესმანშაფტი“ უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 სექტემბერს ინგლისს გაეჯიბრება.