„მისი დრიბლინგები პოეზიაა, სერია A-ში პირველია“ - Gazzetta ხვიჩაზე წერს
Gazzetta dello Sport-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გვესაუბრება. იტალიური გამოცემა ყურადღებას სტატისტიკაზე ამახვილებს, საინტერესო მონაცემებს გვაწვდის და „კვარას“ აქებს.
„მისი დრიბლინგები პოეზიაა არა მხოლოდ ნაპოლის ქომაგებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ფეხბურთის ესთეტიკური მხარე უყვარს. გასაოცარია თუ როგორ მოახერხა ანგელოზის სახის მქონე 21 წლის ბიჭმა, რომელიც იტალიაში საერთოდ სხვა საფეხბურთო სამყაროდან გადმოვიდა, ნაპოლის რიგებში განსხვავება, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე სერია A-ში შეექმნა.
სტატისტიკა გვეუბნება, რომ წარმატებული დრიბლინგის მხრივ, იგი სერია A-ში პირველია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 პოზიციას იკავებს. კილიან მბაპეს მასზე მხოლოდ ერთით მეტი აქვს. ამასთან, სერია A-ში კვარამ ბურთი 25-ჯერ დაიბრუნა, რაც საშუალოდ მატჩში 3.57 გამოდის. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მის პოზიციაზე მოთამაშე სხვა ფეხბურთელების მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა. ალბათ, მას სპალეტის ხელჯოხის ეშინია“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი თბილისში იმყოფება. 21 წლის შემტევი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩანიშნული მატჩისთვის მოემზადება.