ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„როცა მის თამაშს ვუყურებ, დაუჯერებელ სიხარულს ვგრძნობ“ - რუბინში ხვიჩაზე ისაუბრეს

„რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იაროვინსკიმ ქართველი ფეხბურთელი შეაქო და მისი პირველი ვარჯიში გაიხსენა, რომლის შემდეგაც ყაზანელთა თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ აღფრთოვანება ვერ დამალა.

„როცა მის ფეხბურთს ვუყურებ, დაუჯერებელ სიხარულს ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ასეთ ფეხბურთელთან ვმუშაობდი. ლეონიდ სლუცკიც ბედნიერია, რომ ასეთი მოთამაშის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა.

ხვიჩას პირველი ვარჯიში ძალიან კარგად მახსოვს. 2020 წლის იანვარი იყო და თურქეთში შეკრებას გავდიოდით. ოთახში სლუცკისთან, რუსტემ საიმანოვთან და მამუკა ჯუღელთან ერთად ვიყავი და მასთან გამართული ვარჯიშის შემდეგ, სლუცკიმ განაცხადა, რომ ხვიჩას „ჭერი არ აქვს“. „შეიძლება, რუბინში მხოლოდ იმიტომ განვაგრძო მუშაობა, რომ მისგან ტოპ ფეხბურთელი შევქმნა“, - განაცხადა მაშინ ლეონიდ სლუცკიმ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი თბილისში იმყოფება. 21 წლის შემტევი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩანიშნული მატჩისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსეთის ნაკრები მის გარეშე არ მოკვდება“ - კარპინმა საზონოვზე ისაუბრა
„რუსეთის ნაკრები მის გარეშე არ მოკვდება“ - კარპინმა საზონოვზე ისაუბრა