ავთანდილ ასათიანი, თალესი
Aa
Aa

მორიგი ამხანაგური მატჩი - საქართველომ ლატვია დაამარცხა

მოგეხსენებათ, საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში რიგის თასზე თამაშობს, სადაც დღეს ლატვიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი „ჩვენებურების“ უპირატესობით წარიმართა. საქართველოს მხრიდან დუბლი დრასლერმა შეასრულა, რასაც ერთი გოლით თალესმა უპასუხა. ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგო.

მეორე ნახევარი ლიტველებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს. ერთ-ერთი შეტევა გოლითაც დაასრულეს და ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ დროებით..

სულ ცოტა ხანში, ბენიომ გაისროლა და სხვაობა კვლავ 2-ბურთიანი გახდა. საბოლოო ჯამში, როგორც უკვე მოგახსენეთ 4:2 საქართველოს სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას 6:3 აჯობა. ასევე გეტყვით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასათიანის შეგირდები 8 ოქტომბერს ბელგიას უმასპინძლებენ, ხოლო 12-ში კი სტუმრად ავსტრიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ღვთის საჩუქარია“ - Eurosport-მა სერია ა-ს სიმბოლური შეადგინა
„ხვიჩა ღვთის საჩუქარია“ - Eurosport-მა სერია ა-ს სიმბოლური შეადგინა