„რუსეთის ნაკრები მის გარეშე არ მოკვდება“ - კარპინმა საზონოვზე ისაუბრა
რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი საბა საზონოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ზენიტის“ ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელის, რამაზ სვანაძის რჩეულთა შორის მოხვდა.
ვალერი კარპინი: „მას რუსეთის ეროვნულ ნაკრებში არ განვიხილავდი. თუ ვინმე სხვა ასე მოიქცევა, ეს მისი უფლებაა. მისი გადაწყვეტილების გამო გული არ დამწყვეტია, მან მოსკოვის „დინამოში'' 8 მატჩი ჩაატარა. რუსეთის ნაკრები მის გარეშე მოკვდება? არა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვეგო, თუმცა ის ძალიან კარგი მოთამაშეა“.
შეგახსენებთ, საზონოვი მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს. 20 წლის ფეხბურთელის დედა ქართველია, მამა - რუსია. 20 წლის ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაში არჩია და ის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უახლოესი ამხანაგური შეხვედრებისთვისაც გამოიძახა.