საფრანგეთი, პსჟ
Aa
Aa

მორიგი კონფლიქტი - მბაპე ეროვნულ ნაკრებთან ერთად სურათს არ იღებს

კილიან მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან (FFF) კონფლიქტი გაამწვავა. პსჟ-ს შემტევმა უარი თქვა ეროვნული ნაკრების სპონსორებთან ფოტოსესიაზე. საუბარი „კოკა კოლაზე“ და სწრაფი კვების კომპანია KFC-ზე გახლავთ. როგორც ცნობილი გახდა, კილიანს არ სურს, რომ მათთან ასოცირდებოდეს.

ახალგაზრდა ფრანგს არ მოსწონს, რომ ზოგიერთი ნაკრების ფეხბურთელის იმიჯს სხვებზე ბევრად ხშირად იყენებენ. მას ასევე სურს თავისი სიტყვის თქმა მის მიერ რეკლამირებულ ბრენდებზე.

მბაპემ ფოტოსესიაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოთამაშეთა იმიჯის უფლებების კონვენცია არ შეცვალა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ აზრი შეიცვალა.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული ორგანო დათმობაზე წასვლას აპირებს და ეცდება, რომ საიმიჯო უფლებები ყველა მოთამაშეზე თანაბრად იყოს გადანაწილებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კილიანი საკმაოდ ბევრი უფლებით სარგებლობს, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: “ბარსელონასთან ჰეთ-თრიკმა უფრო მაღალ დონეზე ამიყვანა“
მბაპე: “ბარსელონასთან ჰეთ-თრიკმა უფრო მაღალ დონეზე ამიყვანა“