ჩელსი, ბარსელონა, ჟორჟინიო
Aa
Aa

ბუსკეტსის შემცვლელად - ბარსელონას ჟორჟინიო მოუნდა

კატალონიის „ბარსელონამ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მნიშვნელოვანი შევსება მიიღო. როგორც ჩანს, „ბლაუგრანა“ ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

გავლენიანი სპორტული გამოცემა Transfermarkt იუწყება, რომ მომავალ ზაფხულში „ბარსელონა“ ჟორჟინიოს გადაბირებას შეეცდება. იტალიელ ნახევარმცველს ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება.

ჩავი ერნანდესის გუნდის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ჟორჟინიო იქნება, რომლის დამატებაც ბარსას თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს. კატალონიელებს იტალიელი ფეხბურთელი ბუსკეტსის შემცვლელად უნდათ.

ჟორჟინიო „ჩელსიში“

30 წლის იტალიელი „არისტოკრატებს“ 2018 წლის ზაფხულში მაურიციო სარის მოთხოვნით „ნაპოლიდან“ შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ჟორჟინიომ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 196-ჯერ მოირგო, 27 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებენ - რუსეთის დისკვალიფიკაცია გახანგრძლივდება
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებენ - რუსეთის დისკვალიფიკაცია გახანგრძლივდება