საბა საზონოვი, კონსტანტინ მარადიშვილი
Aa
Aa

ანდრონოვი: „საზონოვის არჩევანი გასაგებია, შემდეგი მარადიშვილი იქნება“

რუსმა კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა Telegram-ში საბა საზონოვის შესახებ დაწერა. მისი თქმით, საზონოვის გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ სრულიად გასაგებია, რადგან რუსეთის ნაკრები ევრო 2024-ს გამოტოვებს და ამხანაგური შეხვედრების გამართვაც კი გაუჭირდება.

„მისი გადაწყვეტილება სრულიად გასაგებია. მან უარი თქვა რუსეთის ნაკრებში თამაშზე იმის გამო, რომ საფეხბურთო კუთხით რუსეთის ფასი ნულის ტოლია. ლოდინს აზრი არ აქვს, რადგან ევრო 2024 არ იქნება, დიდი ალბათობით ბოსნიასთან შეხვედრა არ შედგება, ყირგიზეთთან თამაშიც კი საეჭვოა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ქართველი ფეხბურთელები ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ თამაშობენ. მაგრამ ეს როგორ მოხდა? არ შეიძლებოდა საბას ან მის აგენტს მწვრთნელისთვის დაერეკათ? აქ რა იყო დასაძრახი?

ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილი იქნება."

რუსული metaratings-ის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცსკა-ს ფეხბურთელ კონსტანტინ მარადიშვილს არ დაკავშირებია, თუმცა როგორც ანდრონოვი წერს, საქართველოს ნაკრებში საზონოვის მსგავსად მარადიშვილიც ითამაშებს.

შეგახსენებთ, საზონოვი მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს, მანამდე კი „ზენიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა და კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. 20 წლის ფეხბურთელი დედით ქართველი, მამით კი რუსია. 20 წლის ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაში არჩია და ის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უახლოესი ამხანაგური შეხვედრებისთვისაც გამოიძახა.

ამპლუით ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს, მან საქართველოც მოქალაქეობაც მიიღო, ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

რაც შეეხება 22 წლის კონსტანტინ მარადიშვილს, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, 2018-20 წლებში მოსკოვის ცსკა-სთვის თამაშობდა, 2021 წლიდან მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბათუმის დინამოს კრისტიან ძაკარდო ესტუმრა
ბათუმის დინამოს კრისტიან ძაკარდო ესტუმრა