საბა საზონოვი
Aa
Aa

„თუ მხოლოდ შესარჩევ ეტაპებზე სურს თამაში, მაშინ საქართველო უნდა აერჩია“

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდრეი ჩერვიჩენკომ საბა საზონოვზე ისაუბრა. ჩერვიჩენკო საბას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზონოვს შეეძლო, რუსეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ან ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, საქართველოში კი ეს შანსი არ მიეცემა.

„თუ შესარჩევი ეტაპების გარდა თამაში არსად არ სურს, მაშინ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ უნდა გაეკეთებინა. ვფიქრობ, ეს სიგიჟე (რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა) კიდევ 2-3 წელი გაგრძელდება, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე დავბრუნდებით. ჩვენს ნაკრებთან ერთად საზონოვს შეეძლო, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზა, საქართველოში კი იმავეს ვერასდროს იზამს.

საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს? რომელ ტურნირსაც უნდათ, იმას უმასპინძლონ. ნუთუ მას ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში სჭირდებოდა? ჩვენი ახალგაზრდები საერთაშორისო ტურნირებზე დიდ წარმატებას აღწევენ და ეს ვინმეს ახსენდება? თუ საქართველოს სახელით თამაში უნდა, დაე, ითამაშოს. 2 წლის შემდეგ, ჩვენი ბიჭები სერიოზულ ტურნირებზე იასპარეზებენ, ის კი ჩურჩხელას შეჭამს და ტუჩებს აილოკავს“.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ამ დროისთვის მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს, მანამდე კი „ზენიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა და კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. 20 წლის ფეხბურთელი დედით ქართველი, მამით კი რუსია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდოს გარდა ასეთი გავლენა არავის მოუხდენია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
„რონალდოს გარდა ასეთი გავლენა არავის მოუხდენია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა