მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„სული გაყიდა“ - სალაჰს სამშობლოში დაუპირისპირდნენ

„ლივერპულის“ შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა ელიზაბეტ მეორის ხსოვნას პატივი მიაგო. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა სპეციალური წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რას წერს სალაჰი:

დღეს, დიდი ბრიტანეთისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობა პატივს მიაგებს და ემშვიდობება მის უდიდებულესობას დედოფალ ელიზაბეტ II-ს, აღნიშნავს მის მემკვიდრეობას და ურყევ მსახურებას.

ჩემი აზრები ახლა სამეფო ოჯახთანაა ამ ისტორიულ და ემოციურ დღეს.

მოჰამედ სალაჰის ამ შეტყობინებამ მის სამშობლოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, მიზეზი კი მე-20 საუკუნეში, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ეგვიპტის მიმართ განხორციელებული იმპერიალისტური პოლიტიკაა. ამის გამო, ეგვიპტის მოსახლეობამ ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.

რას წერენ ეგვიპტელები:

Soriddo7: მომისმინე მო, მე მხარს გიჭერ 2014 წლიდან და გავაგრძელებ შენს მხარდაჭერას, რადგან შენ ხარ ახდენილი ოცნება, რომელიც როდესღაც მე და ბევრ ეგვიპტელს წარმოედგინა. მაგრამ ჩვენ ვერ გავამართლებთ შენს განცხადებას. 1956 წელს სწორედ მან გასცა ბრძანება ეგვიპტეში სამმაგი აგრესიის დაწყების.

ვინ გირჩიათ ამის გამოქვეყნება? ის არ არის ნამდვილი ლივერპულელი, ის ცუდად არის ინფორმირებული მისი უდიდებულესობის სასაცილო ქმედებების შესახებ როგორც ეგვიპტის, ისე ლივერპულის წინააღმდეგ.

ფრენკი სალი: სანამ ასეთ ტვიტს დაწერთ, მანამდე წაიკითხეთ, რა გაუკეთა მან არაბებს.

აჰმედ ორბანი: ეგვიპტის მეფის ამაზრზენი პოსტი. მან სიტყვასიტყვით გაგვაჯავრა ჩვენ და მთელი მსოფლიო.

IAys11: შენი რწმენა ჩვენი პირადი პრობლემა არ არის. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ შენ წარმოადგენ არაბებს, ანუ ჩვენ. იმის მიუხედავად, რომ ხალხზე დიდი გავლენა გაქვს, ასეთი განცხადებების გაკეთება საერთოდ არ გამართლებს.

Ray0ni: ღმერთს ვფიცავ, ეს კატასტროფაა, ამ ტვიტს საბაბი არ აქვს. იცი ბრიტანეთმა რა გააკეთა ჩვენს ქვეყანაში???

აბდული: მას უყვარს სულის გაყიდვა.

M0tb7: უნდა გესმოდეს, რომ მათ პატივისცემას მსგავსი განცხადებით ვერ დაიმსახურებ. შენი ქვეყნისა და მუსლიმების მტრები არ იმსახურებენ მსგავს პატივისცემას და სიმპათიას ჩვენი მხრიდან და არ დაგავიწყდეს, რომ შენ არაბთა საზოგადოების წარმომადგენელი ხარ ევროპაში. ამას სხვანაირად უნდა უყურებდე, რა გჭირს?

შეგახსენებთ, რომ დედოფალი ელიზაბეტ მეორე ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ასვლიდან 70 წლის შემდეგ 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა