ანზორ კავაზაშვილი, საბა საზონოვი
Aa
Aa

კავაზაშვილი: „ვერ ვხვდები საზონოვმა რუსეთის სახელით თამაშზე უარი რატომ თქვა“

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი საბა საზონოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა რუსეთის ნაკრებებში თამაშს საქართველოს სახელით ასპარეზობა არჩია და კავაზაშვილმა ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ვფიქრობ, საქართველოს სახელით თამაში ახლა რომ არ აერჩია, აღარასდროს მიიწვევდნენ, რადგან იქ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობაზე უარს მკაცრად უყურებენ. ვერ ვხვდები, საზონოვმა რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი რატომ თქვა. ალბათ, თავის აგენტთან კონსულტაციები გაიარა და გადაწყვიტა, ეს არჩევანი გაეკეთებინა, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას ვერ ვიღებთ.

სავარაუდოდ, საბას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან ერთად, ფიფასა და უეფას სხვადასხვა ტურნირზე ითამაშებს. ჩემი აზრით, მას უბრალოდ უნდა, ევროპაში მოხვდეს. ისე, როგორც ეს კვარაცხელიამ, კალაძემ და სხვა ქართველმა ფეხბურთელებმა გააკეთეს. გამოიძახებენ თუ არა რუსეთში კიდევ ერთხელ თუ საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს? ეს კარპინზეა დამოკიდებული“.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ამ დროისთვის მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს, მანამდე კი „ზენიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა და კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. 20 წლის ფეხბურთელი დედით ქართველი, მამით კი რუსია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა თბილისშია! - ნაპოლის ვარსკვლავი მალე ნაკრებს შეუერთდება
ხვიჩა თბილისშია! - ნაპოლის ვარსკვლავი მალე ნაკრებს შეუერთდება