ფუტსალი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები
Aa
Aa

რიგის თასი: ფუტსალის ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი რიგის თასზე ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად - 6:3 გაიმარჯვა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთზე სიმი საიოტის გოლით გახსნა, საპასუხო შეტევაში კი ლიეტუვამ ანგარიში გაათანაბრა. 10 წუთში მეტოქემ ზვიად კუპატაძის კარში მეორე გოლი გაიტანა, თუმცა 5-წუთიან ინტერვალში ავთანდილ ასათიანის გოლმა სიმი საიოტის დუბლით და ალექსანდრე თოდუას გოლით დაწინაურება შეძლო და ტაიმი 3:2 მოიგო.

მეორე  ნახევრის დაწყებიდან 6 წუთში მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ზვიად კუპატაძე გააძევა, რასაც 32 წუთზე ლიეტუველების გოლი მოჰყვა და წონასწორობა კვლავ თანაბარი გახდა. 35-ე წუთზე სიმი საიოტმა მეტოქის კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა და საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დააწინაურა. ამას მოყვა მსაჯის მხრიდან ლიეტუვას ორი ფეხბურთელის გაგრძელება, რომლის შემდეგაც მალევე ჩვენმა გუნდმა მე-5 გოლი გაიტანა, თავი ამჯერად ლოურენსუმ გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი თამაშის მიწურულს, ჭუმბურიძემ დააფიქსირა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი რიგის თასზე მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, მასპინძელი ლატვიას წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია