ერთა ლიგა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ერთი ცვლილებით - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრებას იწყებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით გამართავს. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრების საწვრთნელ შეკრებას 20 სექტემბრიდან შეუერთდება.

მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ პირველად შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. დინამო თბილისის წევრმა ჯიმი ტაბიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სათამაშო ეპიზოდში შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო  და ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ნაკრების განაცხადში ბათუმის დინამოს წევრი გრიგოლ ჩაბრაძე შეცვლის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო).

თავდასხმა: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სომხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასვკნით 2 შეხვედრას ჯერ 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, 26 სექტემბერს კი სტურმად გრიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი ჯგუფის მოგება იყო და ეს მიზანი ისევ ძალაშია“- რა ითქვა სანიოლის პრესკონფერენციაზე
„მიზანი ჯგუფის მოგება იყო და ეს მიზანი ისევ ძალაშია“- რა ითქვა სანიოლის პრესკონფერენციაზე