გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

„გუნდში ღიმილი დააბრუნა“ - მაკარიძის მაგარი მატჩი ესპანეთში

გიორგი მაკარიძის „პონფერადინამ“ 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და სტუმრად გამართულ შეხვედრაში „ალბასეტე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. ქართველმა მეკარემ საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ბრწყინვალედ იასპარეზა და 6 სეივი ჰქონდა.

„მაკარიძემ და ესპიაუმ პონფერადინას ღიმილი დაუბრუნეს. ქართველი მეკარე თავისი სეივებით გადამწყვეტი იყო, ესპიაუმ კი გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა. მასპინძლებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მაკარიძემ ისინი გააწბილა და რთული ბურთები მოიგერია“, - წერს elbierzodigital-ი.

„მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და 3 წუთის შემდეგ, მანუ ფუსტერს თავური დარტყმით ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა მაკარიძეს ვერ აჯობა. ალბასეტე უკეთ თამაშობდა და მე-15 და მე-20 წუთზე გოლის გატანის ხელსაყრელი შანსები ჰქონდა, მაგრამ მაკარიძე გიგანტი გახდა და საკუთარი გუნდი იხსნა. ალბასეტე გოლს მეორე ტაიმშიც იმსახურებდა, მაგრამ მაკარიძემ ბრწყინვალე სეივი გაიფორმა და კარი მშრალად შეინახა“, - წერს AS-ი.

ცნობისთვის, „პონფერადინას“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს. მაკარიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს, „ტენერიფეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის ასისტენტი: ლუჩიანო რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა
სპალეტის ასისტენტი: ლუჩიანო რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა