მილანი, ნაპოლი, სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტის ასისტენტი: ლუჩიანო რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სან სიროზე „მილანს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის ასისტენტმა, მარკო დომენიკიმ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტის ასისტენტმა:

პირველი 20 წუთი არასწორად ვთამაშობდით, შემდეგ კი გუნდმა გამარჯვების სურვილი გამოავლინა. საერთო ჯამში ურთულესი მატჩი იყო. საბენდიეროდ, პირველებმა ჩვენ გავიტანეთ. მეორე ნახევარში გუნდმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც გოლის ფასადაც დაგვიჯდა, მაგრამ მთლიანობაში მტკიცე ხასიათი და გამარჯვების სურვილი ვაჩვენეთ. ამ გამარჯვებით ბედნიერები ვართ.

რა თქვა სპალეტიმ მატჩის ბოლოს? ის რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზებული იყო. მათ არ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც სპალეტის სურდა. ამისთვის მან ფეხბურთელებს უსაყვედურა, მაგრამ გამარჯვებით მაინც ბედნიერია.

ბუნებრივია, სერია A-ში ჩვენზე ძლიერი გუნდები იქნებიან. ყოველ კვირას ვთამაშობთ იმისთვის, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, შემდეგ კი ნელ-ნელა ვხედავთ რისი გაკეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა კარგად გამოვდივართ, ამასთან, ახალგაზრდა გუნდი ვართ და სამუშაო კიდევ ბევრია.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა და ანგარიში გახსნა. დომენიკიმ ხვიჩა მოედნიდან 87-ე წუთზე გაიყვანა.

კვარას ყველა ეპიზოდი მილანთან:

ცნობისთვის, „მილანთან“ გამარჯვება „ნაპოლისთვის“ სერია A-ში მე-5 იყო. 7 ტურის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერობს.

კვარას და „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ, საქართველოს დროით 17:00 საათზე ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტეფანო პიოლი: „კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია“
სტეფანო პიოლი: „კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია“