მილანი, ნაპოლი, სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

SOFASCORE: რა შეფასება მიიღო ხვიჩამ მილანთან

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სან სიროზე „მილანს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:2 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში კვარა ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. 21 წლის ფეხბურთელმა 55-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა და ანგარიში 0:1 გახადა.

თამაშის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა ანალიტიკურმა პორტალმა - Sofascore-მა ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც კვარაცხელია - 6.8 ქულით არის შეფასებული. „ნაპოლიდან“ საუკეთესო მოთამაშე 7.6 ქულით კიმ მინ-ჯაე გახდა, ყველაზე მაღალი შეფასება კი „მილანის“ თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ მიიღო - 8.3.

კვარას ყველა ეპიზოდი მილანთან:

„მილანთან“ გამარჯვება „ნაპოლისთვის“ სერია A-ში მე-5 იყო. 7 ტურის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერობს.

კვარას და „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ, საქართველოს დროით 17:00 საათზე ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალთუნაშვილი:''საქართველოში გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ''
ალთუნაშვილი:''საქართველოში გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ''