ნაპოლიმ მილანთან მძიმე ბრძოლაში მოიგო - კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სან სიროზე „მილანს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:2 გაიმარჯვა.
ტრადიციულად, ხვიჩამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 55-ე წუთზე ხვიჩამ პენალტიც მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ შეასრულა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
თუმცა, სანამ გოლამდე მივალთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში პირველ ნახევარში. ტაიმის მიმდინარეობისას კვარამ დავიდე კალაბრიას და სიმონ კიაერს ყვითელი ბარათი „აკიდა“, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სტეფანო პიოლიმ ორივე მათგანი შეცვალა.
კალაბრიას მაგივრად მოედანზე სერჟინიო დესტი გამოჩნდა, რომელმაც ხვიჩას წინააღმდეგ საჯარიმოში იუხეშა და სწორედ აღნიშნულ ეპიზოდში დანიშნა მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი.
გოლიდან დაახლოებით 15 წუთში „მილანმა“ წონასწორობა აღადგინა. ტეო ერნანდესის კარგი გადაცემით ოლივიე ჟირუმ ზუსტად ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
ნეაპოლიტანელებმა გამარჯვების გოლი 78-ე წუთზე გაიტანეს. თავი ამჯერად შეცვლაზე შემოსულმა ჯოვანი სიმეონემ გამოიჩინა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი დაიდო.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ლუჩიანო სპალეტის ასისტენმა ის 87-ე წუთზე, ნდომბელეთი შეცვალა.
„მილანთან“ გამარჯვება „ნაპოლისთვის“ სერია A-ში მე-5 იყო. 7 ტურის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერობს.
ხვიჩას ყველა ეპიზოდი მილანთან:
კვარას და „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ, საქართველოს დროით 17:00 საათზე ელით.