ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ბათუმის დინამო კრიზისშია - გეგუჩაძის გუნდი ტორპედოსთან დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ ზესტაფონში ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 27-ე წუთზე მაურო კაბალიეროს საგოლე პასის შემდეგ მერაბ გიგაურმა გაიტანა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდმა 6 ქულა მოიპოვა, „სამგურალთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა, „თელავსა“ და „გაგრას“ მოუგო. აჭარული გუნდი 60 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა თუ თბილისის „დინამო“ „გაგრას“ დაამარცხებს, მათ შორის სხვაობა 1 ქულამდე შემცირდება.

კახა ჩხეტიანის ფეხბურთელებმა ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგეს, 43 ქულით მესამე ადგილზე არიან და თბილისის „დინამოს“ 13 ქულით ჩამორჩებიან.

 

 27-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივისა“ და ბოლნისის „სიონის“ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 

პირველი ტაიმი თორნიკე ძებნიაურის გოლით „ლოკომ“ მოიგო. 52-ე წუთზე ნიკა ხორხელმა ანგარიში გაათანაბრა. 54-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ მასპინძლები დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, თუმცა ფეხბურთელთა პროტესტის შემდეგ გვერდით არბიტრთან ისაუბრა და გადაწყვეტილება შეცვალა.

მატჩის საბოლოო ანგარიში ნიკა ხორხელმა დააფიქსირა, პენალტის ნიშნულიდან შეაგდო და დუბლი შეასრულა - 2:2.


კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში თბილისის „ლოკომოტივმა“ 27 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 23 მატჩში დამარცხდა. ჯონ ვან ლუნის გაწვრთნილი გუნდი 6 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა, გამოკვეთილი აუტსაიდერია. რაც შეეხება ბოლნისის „სიონს“, უჩა სოსიაშვილის გუნდი 28 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოედნიდან არასდროს გავიყვანდი“ - ენრიკო ფედელე ხვიჩაზე
„მოედნიდან არასდროს გავიყვანდი“ - ენრიკო ფედელე ხვიჩაზე