„მას ძლიერი მენტალიტეტი აქვს“ - კოსტაკურტამ ხვიჩაზე ისაუბრა
„მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ „მილანი“ - „ნაპოლის“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა.
„ის არის ბიჭი დიდებული თვისებებით. სერია ა-ში გადმოვიდა და კარგად ჩანს, რომ ძლიერი მენტალიტეტი აქვს. მაინტერესებს მისი ხილვა კალაბრიას წინააღმდეგ. კალაბრია მსოფლიო დონის მცველია, ერთ-ერთზე თამაშში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“.
კოსტაკურტამ ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელია და „მილანის'' მარცხენა მცველი თეო ერნანდესი პოტენციურად დამანგრეველი ფეხბურთელები არიან.
სერია ა-ს მე-7 ტურში „მილანი“ „სან სიროზე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. შეხვედრა 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ საგოლე პასი შეასრულა, „რეინჯერსთან“ კი პენალტი მოიპოვა.