კუტალიას გამარჯვების გოლი საფეხბურთო თრილერში
„სექცია ნეს ციონას“ ქართველმა ფორვარდმა ლევან კუტალიამ ისრაელის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. „სექცია ნეს ციონამ“ თელ-ავივის „ჰაპოელი“ 4:3 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 78-ე წუთზე 33 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ თელ-ავივის „ჰაპოელი'' ლევან კუტალიას ყოფილი კლუბია, სადაც ადგილის დამკვიდრებისა და შესაძლებლობების დამტკიცების შანსი არ მისცეს.
მიმდინარე სეზონში კუტალიამ ისრაელის ელიტარულ ლიგაში 5 შეხვედრა ჩაატარა (4 სასტარტოში). მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
2020 წლიდან კუტალია ისრაელის ჩემპიონატში ასპარეზობს. 2020-21 წლების სეზონის პირველი ნახევარი უმაღლესი ლიგის თელ-ავივის „ჰაპოელში“ გაატარა, სეზონის მეორე ნახევარში კი რანგით მეორე ლიგის უმ ალ-ფამის „ჰაპოელში“ გამოდიოდა.
2021-22 წლების სეზონში „სექცია ნეს ციონას“ ღირსებას იცავდა და გუნდს უმაღლეს ლიგაში აღზევებაში დაეხმარა. გასულ სეზონში ისრაელის რანგით მეორე ლიგის 35 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.