ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

“ნამდვილი ელექტრო ბატარეა, შრომისმოყვარე და შეუპოვარი“ - ფრანგული პრესა ზურიკოზე

ლიგა 2-ის მე-9 ტურში „ბორდომ“ „დიჟონს“ დავითაშვილის გოლით 2:1 მოუგო და უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობს.

საქართველოს ნაკრების შემტევის ჩინებულ სტარტზე ფრანგულ პრესაში გამოხმაურებას არ დაუგვიანია.

Sudouest:

„ნაკლებად წარმატებული პირველი ტაიმის შემდეგ, შრომისმოყვარე და შეუპოვარმა ქართველმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მისი პირველი გამოჩენა არაერთგვაროვანი იყო და ცნობისმოყვარეობას აღვივებს. მოკლე სივრცეში კარგად მოქმედებს და დაცვით სამუშაოებსაც კარგად ასრულებს“.

Francebleu:

„გენიოსის გაელვება. ჟირონდელებმა გულითა და მებრძოლი ხასიათით მოიგეს, დავითაშვილის დამსახურებით. მან 87-ე წუთზე გაიტანა! ქართველმა გარემარბმა, ნამდვილმა ელექტრო ბატარეამ, მარცხენა ფეხით დიდებული დარტყმით გუნდს გამარჯვება მოუტანა“.

Madeingirondins:

„ბორდომ დიჟონს დავითაშვილის გოლით მოუგო. ყურადღება მიაქციეთ ქართველი გარემარბის პირველ გამოჩენას“.

Webgirondins:

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ბორდოში პირველი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, თუმცა თავი არ დაუკარგავს და მარცხენა ფეხით ძლიერი დარტყმით გუნდს მოაგებინა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მისი ტაქტიკური დისციპლინა აღსანიშნავი იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება