ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

შეთანხმებას ხელი მოაწერა - გაგნიძე რუსულ კლუბს ვერ დატოვებს

საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა პაველ პივოვაროვმა Sport Express-თან ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გაგნიძემ „დინამოსთან'' გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კლუბს არ დატოვებს.

- გაგნიძის რუსეთში თამაშის გამო საქართველოში უკმაყოფილოები არიან?

- გაგნიძეს ჩვენთან გულისწყრომა არ გამოუხატავს, ჩვენთან არ დაუჩივლია.

- არის იმის შესაძლებლობა, რომ მან კლუბი დატოვოს და „დინამოსთან“ კონტრაქტი შეაჩეროს?

- გაგნიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით კლუბს არ დატოვებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინაშე პასუხისმგებლები არ ვართ.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ლუკა გაგნიძე სანაკრებო სიაში შეიყვანა, თუმცა აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს:

„მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არამარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებაში, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არამარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის“.

19 წლის ლუკა გაგნიძე 2021 წლის ზაფხულიდან მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელია. გასული სეზონის პირველი ნახევარი იჯარით „ურალში“ გაატარა, სეზონის მეორე ნახევარში კი პოლონურ „რაკუვში“ ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ პოლონურ კლუბში მას შემდეგ გადავიდა, როცა რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია დაიწყო და FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბის დატოვების უფლება მისცა. ეს წესი კვლავ ძალაშია, თუმცა ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე სეზონს მოსკოვურ კლუბში ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი მაგარი ბურთი აიღო - მამარდას უშეცდომო თამაში და 3 ქულა
ორი მაგარი ბურთი აიღო - მამარდას უშეცდომო თამაში და 3 ქულა