გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - მაისურაძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე
ბელგრადში, მსოფლიო ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ (92 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ, რომელიც თავისუფალ სტილში გამოდის, ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ბატაევს უმძიმეს ბრძოლაში 11:10 სძლია.
ნახევარფინალამდე მაისურაძემ იაპონელ სოშუკე ტაკატანისა და ყაზახ ადილეტ დავლუმბაიევს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში ირანელ კამრან ღორბან ღასემპურისთან დამარცხდა, შემდეგ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წარმატებით დაასრულა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.