ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ორი მაგარი ბურთი აიღო - მამარდას უშეცდომო თამაში და 3 ქულა

ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ ვიგოს „სელტა“ 3:0 დაამარცხა. გოლები სამუ კასტილეხოს (37-ე წუთი), მარკოს ანდრესა (82-ე წუთი) და ანდრე ალმეიდას (90+3-ე წუთი) ანგარიშზეა. მე-60 წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, არბიტრმა მოედნიდან „სელტას“ ფეხბურთელი ფრანკო სერვი გააძევა.

„ღამურების“ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა. მის ანგარიშზე ორი მოგერიებული ბურთია, ორივე მომენტში რთული დარტყმა მოიგერია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა („ჟირონასთან“ და „სელტასთან“).

„ვალენსიამ“ ექვს ტურში 9 ქულა დააგროვა, 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. მე-7 ტურში „ღამურები“ „ესპანიოლს“ სტუმრად შეხვდებიან, ეს შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაიღალა, მაგრამ ფეხი არ აუკანკალდა“ - ბორდოს მწვრთნელი დავითაშვილზე
„დაიღალა, მაგრამ ფეხი არ აუკანკალდა“ - ბორდოს მწვრთნელი დავითაშვილზე