ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„დაიღალა, მაგრამ ფეხი არ აუკანკალდა“ - ბორდოს მწვრთნელი დავითაშვილზე

 ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ  „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ გიონმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა:

„ბედნიერი ვარ ზურიკოს თამაშით, მან დიდებულად ითამაშა. ვხედავთ, რომ მას გამოცდილება აქვს, მათ შორის სანაკრებო დონეზე. რამდენიმე სეზონია უმაღლეს დონეზე გამოდის.

ის დაღლილი იყო, მაგრამ სწორი არჩევანი გააკეთა და ფეხი არ აუკანკალდა. ჩვენი გუნდის თამაშში ტექნიკური სიზუსტე მოიტანა.

ის არ ნებდებოდა და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, ეს მის ხასიათზე მეტყველებს. ერთი და ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მიზანს აღწევდა. მასში ეს თვისება ყველაზე მეტად მომეწონა.

დავითაშვილი ის მოთამაშეა, რომელიც საგოლე მომენტების შექმნის და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენი გუნდისთვის მისი დამატება ძალიან კარგია“.

„ბორდომ“ შინ „დიჟონი“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე ნიდერიელმა ჯოშ მაჯამ გახსნა. 71-ე წუთზე მიქაელ ლე ბიჰანმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, მან სტუმრებს 87-ე წუთზე შეუგდო.

Sofascore-მა დავითაშვილს 7,0 დაუწერა. მასზე მაღალი შეფასება „ბორდოს“ მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიიღო.

 „დიჟონთან“ შეხვედრამდე „ბორდოს“ ტექნიკურმა დირექტორმა ადმარ ლოპესმა დავითაშვილის შესახებ ისაუბრა:

 „ზურიკო იმ პროფილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდში არ გვყავდა და მთავარ მწვრთნელს სჭირდებოდა. მას თვალს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით. ზურიკო მარჯვენა გარემარბია, თუმცა, როგორც ორივე ფლანგზე, ისე 10 ნომერზე თამაში შეუძლია. დავითაშვილს ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და ჩაწოდებების განხორციელება გამოსდის. იგი ფეთქებადი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, გუნდს ბევრს მოუტანს“.

მიმდინარე სეზონში „ბორდოს“ მიზანი ელიტარულ ლიგაში დაბრუნებაა.

9 ტურის შემდეგ „ბორდო“ 17 ქულით პირველ ადგილზეა, უშუალო კონკურენტებს ერთით ნაკლები ქულა აქვთ და მათ ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცარი დებიუტი - დავითაშვილის გამარჯვების გოლი ბორდოში
საოცარი დებიუტი - დავითაშვილის გამარჯვების გოლი ბორდოში