გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, მირიან მაისურაძე, ზურაბ იაკობაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონატი: გივი მაჭარაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

თავისუფალ სტილში მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვთან 0:10 დამარცხდა. მაჭარაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება ნახევარფინალისკენ მიმავალ გზას, 97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა ლუკას კრასაუსკასი დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა, შემდეგ ყაზახ მამედ იბრაგიმოვს სძლია და მეოთხედფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. 1/4-ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით მოასპარეზე ნუროვის ბარიერი დაძლია.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

ასევე, 92 კგ. წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სტილში, ნუგზარ წურწუმია (55) და ლერი აბულაძე (63) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატი - იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა