ტოჩინოშინი
Aa
Aa

აკი ბაშო: ტოჩინოშინმა მე-3 ბრძოლა მოიგო

„აკი ბაშოს“ მე-7 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ მორიგი ბრძოლა გამართა და გამარჯვებაც გაიფორმა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ იყო, რომელთანაც აქამდე 2 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა. მეტოქეს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 5:1-ზე ჰქონდა, თუმცა დღეს ქართველის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა ჰიკიოტოშის ილეთით მოიგო და მეტოქე დოჰიოზე მალევე დააგდო.

ამრიგად, ლევან გორგაძეს ამჟამად 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. მე-8 დღეს ქართველი სუმოტორი მე-10 მაეგაშირა ნიშიკიფუჯის შეხვდება, რომელსაც ტურნირზე 5 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება