საოცარი მატჩი და ბრწყინვალე მეოთხე მეოთხედი ესპანეთისგან - ფურია როხა ფინალშია!
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში გავიდა. სერჯო სკარიოლოს გუნდი ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე მისსავე კედლებში, ძალიან საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში 96:91 დაამარცხა.
The love and respect between hoopers is unparalleled ❤️#EuroBasket x #BringTheNoise pic.twitter.com/YIoOMFccGc
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September 16, 2022
ესპანეთმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 27:24 მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეული უკეთ გერმანელებმა ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდის სტარტი ესპანეთის იყო და 4 ქულით დაწინაურდა კიდეც, თუმცა გერმანელები 14:0 გაიქცნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 6 ქულით იგებდნენ. მასპინძელთა სამწუხაროდ, მათმა გუნდმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. „ფურია როხამ" ბოლო მეოთხედი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, 31:20 მოიგო და ფინალში გავიდა.
THE WORLD CHAMPS ARE HEADING TO THE #EUROBASKET FINAL ????????#BringTheNoise pic.twitter.com/9ClSt3pegJ
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September 16, 2022
გამარჯვებულთა მხრიდან, საუკეთესო ლორენცო ბრაუნი იყო, რომელმაც 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მიითვალა. ვილი ერნანგომესს 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ხუანჩო ერნანგომესმა 13 ქულა და სამი მოხსნა გაიფორმა, ალბერტო დიასმა კი 10 ქულა გაიფორმა. გერმანიას დენის შროდერმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულასთან ერთად, 8 ასისტი გააკეთა. ფრანც ვაგნერსა და ანდრეას ობსტს 15-15 ქულა ჰქონდათ, ხოლო დანიელ ტაისმა 10 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ფინალში ესპანეთის მეტოქე საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, პოლონეთი გაანადგურა.